საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს უპასუხა. როგორც ბაქრაძემ ბრიფინგზე თქვა, მას უსუფაშვილის ტონალობა არ მოეწონა, თუმცა ამის მიუხედვად იგი პიროვნული დაპირისპირების წინააღმდეგია და მთავრობას მოუწოდებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა მიიღოს.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან შეხვედრაზე ის მუნიციპალიტეტები დაასახელა რომლებსაც ბიუჯეტის თანხების წარმატებული და წარუმატებელი ათვისება აქვთ. მან ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომამდგენლებს, რომელთაც ჩამორჩენები აქვთ, მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება მოსთხოვა.
თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი დაკავებული თანანმდებობიდან გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომის გამართვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ სრულიად ბუნდოვანია რა რეჟიმში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის თაობაზე გამოცემულ გაკარგულებაში ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომის გამართვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
საქართვლოს პრეზიდეტი დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში უივალ ფუქსს შეხვდა. შეხედრისას მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და, თეა მიროტაძე თბილისის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს შეცვლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც 7 თვის განმავლობაში ითავსებდა, პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და საქმიანობას მინისტრის პირველი მოადგილის რანგში განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.