პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა გელა ღოღობერიძემ დღეს, უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯემალ ფუტკარაძის ვიცე სპიკერად არჩევა უკანონოდ მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციურ ძალებს ფარისევლობაში ადანაშაულებს და მათ ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩატარების მე-3 მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ 41 დეპუტატმა გაიარა, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დღეისათვის დანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა.
პარლამენტის საგანგებო სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 31 დეპუტატმა გაიარა, რის გამოც სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სხდომა 15 წუთით ხელმეორე რეგისტრაციის ჩასატარებლად გადადო.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის 45 წუთიანი შეხვედრა შედგა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მცდელობას ადასტურებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი მის შემცვლელად იან კელის წარდგენას ეხმაურება. ელჩის კომენტარი "ფეისბუქზე", აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაზე რეალური მოლაპარაკებები არც წინა და არც ახლანდელი მთავრობის პერიოდში არ ყოფილა, ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გუშინ ორი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. იან კელის საგარეო ურთიერთობების კუთხით კარგი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე საქმიანობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.