ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავის გუნდთან ერთად დაბრუნებას მაქსიმუმ ერთ წელიწადში გეგმავს. ამის თაობაზე მან რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში განაცხადა
"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არაკვალიფიციურს უწოდებენ. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
BBC -ს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლიდან შეწყდება. ამის თაობაზე განცხადება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა გააკეთეს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის ზედამხედველობის სამსახურის დაკავებული მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას შესახებ განმარტებების მისაცემად მივიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესმა საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატთა ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით და ხელმოწერებით ეხმაურება და პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებს.
თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა, განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე უწყებაში საკადრო ცვლილებებს მომავალშიც არ გამორიცხავს, ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და ამ პროცესში განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს.
თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ - როცა პირდაპირი მნიშვნელობით სამართლიანობას ებრძვიან, - ასეთი რჩევა მისცა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტმა მთავრობის წევრებს თავიანთ უწყებებში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად განმარტებისკენაც მოუწოდა.
გუშინ იყო ფაქტი - თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებას.
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თაოსნობით, მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.