ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენასა და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვისას "შედეგზე ორიენტირებული" პერსპექტივის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას დღეს გერმანიის კანცლერი შეუერთდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე. ანგელა მერკელის გამოსვლას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები (მერკელი, ოლანდი და სხვები) აცხადებენ, რომ უკრაინის კრიზისი სამხედრო გზით არ გადაწყდება და საჭიროა დიპლომატიური ხერხებით მისი მოგვარება, ავანტიურისტი სააკაშვილი ამერიკელ "ქორებს" ამოფარებული, მოუწოდებს უკრაინელებს ომის სასაკლაოსკენ!
საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა იან ცზეჩთან მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინთან და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, მიშელ ფლურნოისთან გამართა.
ინდოეთში ტურისტული ვიზით წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო პროცედურა გაუმარტივდათ. მათ ვიზაზე განაცხადის შესატანად ერევანში წასვლა აღარ მოუწევთ.
რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, არ გააგზავნოს უკრაინაში შეიარაღება, რადგან ამგვარი ქმედება „კოლოსალურ ზიანს“ შეუქმნის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ამერიკელები არა არიან დაინტერესებული მესამე მხარესთან ომით, მაგრამ პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი უახლოეს დროში განიხილება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა CNN -ის პირდაპირ ეთერში კიევიდან ჩართვისას რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებსა და ამ პროცესში აშშ-ს გადამწყვეტ როლზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.