"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, არჩევნების მეორე ტურის თარიღი დროულად დანიშნოს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესის პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას პირადი მიწვევით ორი დღეა რუმინეთში იმყოფება.
უელსის სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის მიცემით შემოიფარგლება.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მას არ აქვს იმის განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე არადეკლარირებული თანხის შემოტანას "არ იკადრებენ და არ გააკეთებენ". როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან საყურადღებო იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის გაკეთებული განცხადება.
"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის თემით ნარმანიას დედის სკანდალის გადაფარვას ეცადა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ამაზრზენია ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანში ქართველ დეპუტატებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ქვეყნის ევროპული არჩევანი საბოლოოდ განმტკიცდება.
კოალიცია "ქართულ ოცნების" პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.