იმ ბრალდებას, რომელიც წამიყენეს, ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ განუცხადა.
29 ივნისის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ხონის გარდა, ყველა ოლქში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5 112 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს MAP-ის მიღების შესაძლებლობა 2012 წელს, არჩევნების შემდეგ ჰქონდა, თუმცა მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მთავრობამ ეს არ მოინდომა.
ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.
დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპის ერთიანი ოჯახის - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.
ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, - ქართულად წარმოთქმული ამ სიტყვებით დაასრულა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველი ხალხისადმი საგანგებოდ გავრცელებული მისი ვიდეომიმართვა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხს ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე თუ როგორ შეავსოს "ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.