ეს რეჟიმი რევოლუციის გზით, აჯანყების გზით შეიცვლება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თავის მომხრეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
20.00 საათის მონაცემებით, 2015 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა 1 485 372 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,31%-ია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე.
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს უმეტეს თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მისი თქმით, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ჩატარდება დედაქალაქშიც.
საარჩევნო ბლოკ "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენლის გიორგი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები სამარცხვინო და უტიფარია. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 20:00 საათის შემდეგ ტელეკომპანიების მეშვეობით გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ქუთაისში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა. შაშიაშვილის თქმით, უბნებზე განსაკუთრებით დაბალი აქტივობა ფიქსირდება.
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ენერგეტიკის მინისტრსა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეს პასუხობს.
17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34.64%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 952 712 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,94%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.