ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„რიონის ხეობის მცველების“ გამარგინალების მცდელობა, ქოცხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნად დაუჯდება, რადგან - „ხალხის ნების ძალით დათრგუნვას, ხალხივე არ აპატიებთ“ - და ხმების 43%-ს კი არა, 33%-საც ვერ აიღებენ!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობისას გახარიას მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.
რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონო ღარიბაშვილი იქ, სადაც იყო. ამიტომ ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს შეეხებოდა.
მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
დღეს ყველაზე მეტად შეკრული გუნდია “ქართულ ოცნება”, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა.
მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩევნებამდე და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს და ჩვენს რეგიონულ ხელმძღვანელობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას „ძალიან მძიმე ტყუილში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან 17-18 თებერვალს „საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.