პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

სრულად...

კიევში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ვიდეოს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის დახმარებით, უკრაინაში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. 

სრულად...

დმანისში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“ ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და აცხადებს, რომ „ეს კონფლიქტი მხოლოდ დროებით ჩაცხრა და არაფერი დამთავრებულა, შეიძლება ახალი ეტაპიც კი იწყება დაძაბულობაში“.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე.

სრულად...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება და აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სრულად...

საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. ვიზიტი ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა, პარტიამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში „მძლავრად“ წარდგეს და ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს.

სრულად...

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი, ისრაელ-პალესტინას შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს აფასებს.

სრულად...

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი და არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი