დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარლ მიშელმა ახალი წინადადება გამოაქვეყნა, რაც მხარეებს გააცნო.
ჩვენი მხრიდან ევროკავშირისა და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში კახა კალაძის ლობირებით მოხვედრილი დეპუტატები სავარაუდოდ, ნელ-ნელა გაემიჯნებიან „ქართულ ოცნებას“ და გიორგი გახარიას შეუერთდებიან. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის განახლებას მიესალმება.
პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად გახლეჩვის პირას არის და მოსალოდნელია, რომ გახარიას საპარლამენტო გუნდს, რომელთაც მმართველი პარტია დატოვეს, პარლამენტში კახა კალაძის მხარდაჭერით მოხვედრილი დეპუტატებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტის საბოლოოდ შესათანხმებლად და ხელმოსაწერად აუცილებელია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის გამართვა კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.