საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ივანიშვილი-გახარიას გუნდი იბრძვის იმისათვის, ვინ იქნება პირველი ცოლი პუტინის საერთო კარზე. ყოველთვის იყო ჰარამხანაში ჩხუბი, უფლისწულის დედა ვინ იქნებოდა, მაგრამ ვპირდები, რომ ისინი ვერ მოიმშობიარებენ უფლისწულს“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.
დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მმართველი პარტიიდან 6 დეპუტატის წასვლის შესახებ კომენტირებისას და დაამატა, რომ თავად ასე მოიქცეოდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება კრემლისა და პუტინის „სათადარიგო ვარიანტის“ ამოქმედებაა და ამის მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილის პოლიტიკური ხროვის ჩანაცვლებაა.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი „ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა“.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებას და „ქართული ოცნების“ რიგებიდან 6 დეპუტატის წასვლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცვასა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები „აბსოლუტურად ბუნებრივია იმ უმძიმესი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა თავისი მავნებლური, უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ყველა მიმართულებით“.
დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დაამატა, რომ მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.
მოულოდნელია და მართალი გითხრათ, ახლა ვიგებ ამის შესახებ, რაღაც მოარული ინფორმაცია კი გვქონდა, მაგრამ ამ ფორმით პირველად ვიგებ, მოულოდნელია ნამდვილად. სიახლეა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო გიორგი ხოჯევანიშვილისა და კიდევ 5 დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გორისა და კასპის საარჩევნო ოლქიდან, გიორგი ხოჯევანიშვილმა და კიდევ ხუთმა დეპუტატმა (სულ 6 დეპუტატი) მმართველი პარტიის რიგები დატოვეს. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა და დაამატა, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობას იწყებენ, მანამდე კი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.
საკოორდინაციო საბჭომ გუშინ გააჟღერა ინფორმაცია თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტულია. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ნოდიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.