საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ეგიდით გამართული მოლაპარაკებებისას ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც ამას გვკარნახობდა კრისტიან დანიელსონი.
9 აპრილთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილის უკანონო ძალადობის აქტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.
დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქში" წერს.
ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ეკლესიაზე შეტევას სათავეში უდგანან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიაზე დივერსიას აწარმოებს ტელეკომპანია „პირველი“, რომელსაც მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აფინანსებენ.
ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა არ სურს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ საკითხში „ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია“.
მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.