პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

სრულად...

რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება?! რა გახდა, რა გააკეთა იმ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, სად არის ეს ოქროს ზოდები? თუ რამე მას მოპარული ჰქონდა ან რაღაც, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა? – განაცხადა პარტია „ევროპელი სოციალისტების" დამფუძნებელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მამალაძე თითქმის 19 წელია, საქართველოში არ ყოფილა და ეს უკვე დასჯაა.

სრულად...

შარლ მიშელის პოზიცია არის, რომ ჩვენ შევძლოთ რაც შეიძლება მოკლე დროში საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სრულად...

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დაწყებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს სრული წევრობა.

სრულად...

სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად, რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ღია წერილში წერს, რომელსაც ციხიდან აქვეყნებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური საკითხების დაახლოების მიზნით უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და ინტენსიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი