საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12–14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმაზე დიდი კომპრომისი, ვიდრე ვადამდელი არჩევნების დაპირებაა, არ არსებობს. თუმცა, როგორც სუბარი ამბობს, მანამდე საგამოძიებო კომისიამ არჩევნების გაყალბება უნდა დაადგინოს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „ტვ პირველიდან“ აუდიოჩანაწერების ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელევიზიაში ძალადობრივი შეჭრის გეგმა არ არსებობს და შესაძლოა, ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ის თემა იყოს, რის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია არსებობდა და რასაც ოპოზიცია მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოიყენებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა, „ტვ პირველიდან“ მასალები ამოიღოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაფასა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდად აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის ჩართულობას საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცასთან საერთო ენა გამოინახება და ქვეყანა „ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“ დაუბრუნდება.
პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კახა კალაძე ყოველთვის მოიაზრებოდა ერთ-ერთ პირველ პოლიტიკოსად, რომელიც „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებდა, მაგრამ მას გიორგი გახარიამ დაასწრო, რომელმაც „კარგი მომენტი დაიჭირა“, რაც კალაძემ ვერ შეძლო და ის რომ ახლა წავიდეს მმართველი პარტიიდან, ეს „გაქცევას და დამალვას დაემსგავსება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებასთან დაკავშირებით კომეტირებისას თქვა, რომ ეს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული ომის მორიგი გამოხატულებაა“.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე მუშაობას მომავალში კვლავ კახა კალაძე გააგრძელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.