ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი, – განაცხადა ევროდეპუტატმა, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის გუშინდელი განცხადებისა და ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა და „ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს“.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს“ და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თემა „ერთხელ და სამუდამომ მოხსნილია დღის წესრიგიდან“. მისი თქმით, ბორელმა „ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი“.
2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ხოლო პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვება არა მისი, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლოს შემდგომი რეფორმა აუცილებელია.
ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე - „ჰიგიენურ საშუალებებსა (ტუალეტის ქაღალდებსა და საპონზე)“ და საპროტოკოლო ხარჯებთან დაკავშირებით შენიშვნებს არასერიოზულად მიიჩნევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.