გასაგებია, რომ ჩემგზაგავლილ კაცს აღარაფერი უნდა მიკვირდეს! მაგრამ მაინც მიკვირს! რა მიკვირს?! ადამიანთა სიბრიყვე!
დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს“ - განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მის სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასული გიორგი გახარიას ქართულ პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას მისია „ქართული ოცნება“ ორის შექმნაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
გიორგი გახარია 18 თებერვალს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე განცხადებას Facebook-ში აქვეყნებს.
ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მცირე ბიზნესს გაუძვირა დენის გადასახადი 12-დან 32 თეთრამდე, ესე იგი, თითქმის 3-ჯერ მეტს დენისთვის ვიდრე აქამდე იხდიდა ყველა რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტი, პატარა საამქრო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს ხელოვნური კრიზისი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და განმარტა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ითვალისწინებს მათ ჩასვლას ყველა ქალაქსა და სოფელში, შესვლას ყველა ოჯახში და მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.