სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს, თუმცა „ისეთებიც დავინახეთ, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და ჩვენი პარტნიორების დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ“.
მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, ვინც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დატოვებასთან და მის მილანში გადასვლასთან დაკავშირებით სიცრუეა და ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დედაქალაქში" ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ, ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების საერთო რჩევა არის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა განაგრძოს საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა.
გაოგნებული ვარ... არ მეგონა, რომ სსრკ-ს დაშლიდან 30 წლის შემდეგაც, ქართველების არცთუ მცირე ნაწილს (თითქოს, "წიგნიერს") მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდებოდა! ეტყობა, ჩვენს ქვეცნობიერში ღრმადაა ჩამჯდარი: სპარსელების, არაბების, თურქების, მონღოლების, რუსების ჩვენზე ბატონობის, - მათ "ქვეშ ყოფნის" კვალი...
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.