„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სია ცესკო-ში უკვე წარადგინა.
2020 წლის 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში: „ ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორები: მედეგობისთვის განვითარების დღის წესრიგის შემუშავება“ (Europe’s Eastern Partners: Building a Development Agenda for Resilience). ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ათწლიანი პერიოდის შეფასებასა და 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შესახებ დისკუსიას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
დღეს, 1 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. „დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები 2020 მემორანდუმს შეუერთდნენ: დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე, “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი” - გედევან ფოფხაძის შტაბის უფროსი მირიან ნიკოლაძე, გაერთიანებული ოპოზიცია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “თავისუფალი საქართველო” - თენგიზ ომანიძე, “გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია” - თამარ ჭიჭინაძე, პატრიოტთა ალიანსი - არჩილ ბენიძე, “რეფორმერი” - დავით შალუტაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია.
ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.
საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, საქართველოს წარმატება ჩოვიდ-19-თან ბრძოლაში, ქვეყანაში განხორციელებული საარჩევნო სისტემის რეფორმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, - საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია სომხეთის და აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.