პოლიტიკა

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით.

სრულად...

პოლიტიკოსის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ან დაიკავოს მაღალი თანამდებობა, ნორმალურია, მაგრამ რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის სურვილები და რამდენად ემთხვევა სინამდვილეს, ამას არჩევნები გადაწყვეტს, ძალიან გამიჭირდება, სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლი მოვირგო, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა სურს, პარალლელურად უნდა, დაამტკიცოს, რომ ის არის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი, მისი პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა. რა არის თქვენი პასუხი სააკაშვილის სურვილებზე, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, როგორც პრემიერ მინისტრი“.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

სრულად...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის ყოფილი გამგებელი, ფერმერი აბბას აბბასოვი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „სისხლში ხელებამოთხვრილ სადისტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ქვეყნის სათავეში დაბრუნება გამორიცხულია.

სრულად...

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად...

2020 წლის 5 ოქტომბერს ქ. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის დაფინანსებით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხებზე - „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“.

სრულად...

ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებისას.

სრულად...

სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, –განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

სრულად...

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა გააცნო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი