საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ლელოს“ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, კახა კოჟორიძემ, როგორც იურისტმა, უნდა იცოდეს, რომ იძულების შემცველი კანონპროექტი პარლამენტში არ უნდა შეიტანოს.
მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, როგორც აღმოსავლეთ ევოპის ლიდერის როლზე ისაუბრეს გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის შედეგია“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ საბრძოლო მოქმედებებს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ კავკასიის რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა საერთო საქმე უნდა იყოს“.
ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.