პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე.

სრულად...

“ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ", განაცხადა “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ 25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს “მარშალის გეგმას” განახორციელებენ.

სრულად...

აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა იარაღის გაყიდვები! მთლიანად 330 მილიონიან მოსახლეობაში 500 მილიონზე მეტი იარაღია რეგისტრირებული. ცუდი ტენდენციაა! ამერიკული საზოგადოება უარყოფითად არის დამუხტული - დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩვენთან 90-იან წლებში იყო, როცა ბედნიერი სახეებით „ჯოს, ჯოს!“ ძახილის შემდეგ მივხვდით, რომ ბალახი საჭმელად არ ვარგა და „ბორჯომი“ საკმარისი არ არის (საბოლოოდ ეს „ბორჯომიც“ რუსებს მიჰყიდეს ბანკირებმა).

სრულად...

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი, რომლის გაზკომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რეგიონში ხალხმრავალ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დაცინვას“ უწოდებს მევენახეებისთვის მთავრობის მიერ 30-თეთრიან სუბსიდირებას და აცხადებს, რომ მისი პრემიერ მინისტრობის დროს 1 კილოგრამ ყურძენზე 80 თეთრის დანამატის გაცემა მოხდება.

სრულად...

ამ ფოტოებზე, რასაც ხედავთ, ყველა ეს ეკლესია-ტაძრები, მონასტრები, სამრეკლოები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატები, სხვადასხვა დროს, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში არის აშენებული, დაწერილი და უამრავი რუსი მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანი ლოცულობს ამ ტაძრებში, სადაც დაბრძანებულები არიან ეს წმინდა ხატები! ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს და რუსული ეკლესია-ტაძრების ათეულობით ფოტოს აქვეყნებს.

სრულად...

დამერწმუნეთ, არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩევლებს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდეკალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვის პასუხად.

სრულად...

კორექტულად, ბატონო გიგა, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სრულად...

„ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია - სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში არჩევნების გადადება ან სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება და კენჭისყრის პროცესი, როგორც გამოცხადებულია, 31 ოქტომბერს გაიმართება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი