„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს პრემიერობას, ჩვენ ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე, წამოაყენა და მართლაც ქვეყანა გახადა საქართველო, – განაცხადა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი პროფესიონალთა გუნდია, თავად კი არა პარტიის, საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატია, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.
ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ "2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება".
„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.
დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენისას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული, - განაცხადა ტყიბულში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.