პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, თბილისში, მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მზად არის დაიკავოს „საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საჯარო მოხელეების გამოყენებამ და მოსყიდვის სქემებმა არ უნდა იმუშაოს და „საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული“.

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება რევანშის და „ოლიგარქიული წყობის“ წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების „და ეს არ განხორციელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს“.

სრულად...

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. 

სრულად...

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ  საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების თაობაზე. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ტრადიციულად გეგმავს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების  საქართველოში გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან დამკვირვებელთა ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება.  

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა.

სრულად...

ზურაბ ჯაფარიძემ დაუშვა შეცდომა, უპრიანი იქნება, მიმართოს ჩვენს ამომრჩეველს და გნებავთ, ბოდიში მოიხადოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა „გირჩის“ ლიდერის ერთ-ერთ განცხადებაზე საუბრისას და დასძინა, რომ მათთვის „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ვოლსკი, რომელიც არის განსახიერება ყველანაირი სიბოროტის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ რეჟიმს აქვს, ყოფილი ცეკა-ს ინსტრუქტორი, უპრინციპო ადამიანი დამარცხდეს ამ მაჟორიტარულ ოლქში".

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესმენების - კახაბერ ოქრიაშვილის, ცეზარ ჩოჩელის და დილარ ხაბულიანის დეპუტატებად ჩაწერა ურჩია, ის ამ პარტიის მტერია.

სრულად...

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა შეეზღუდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი