2020 წლის 10 სექტემბერს, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა თომას მიულმანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას.
უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან საბანკო სესხების პროცენტების განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებისას, გარკვეული ჯგუფი, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მართული, მისი პარტიის წევრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა.
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თავისმა პარტიამ ნომრის მინიჭების თაობაზე ცესკო-ს 11 აგვისტოს მიმართა, თუმცა საარჩევნო კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ეს კი, როგორც ელისაშვილი ამბობს, მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, „ქართული ოცნებიდან“ გარიყული მრავალგზის დეპუტატის, ამჟამად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შექმნილი „ძალა ერთობაშია“-ს წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის კომპანიებში მუშაობდა და სწორედ ოქრიაშვილის ლობირებით იქნა წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის მერობის კანდიდატად, კვლავაც ოქრიაშვილის მხარდაჭერას განაგრძობს და ამაში სახელისუფლებო რესურსს მაქსიმალურად იყენებს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, 10 სექტემბერს პრემიერ მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატებსაც დაასახელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში, ხოლო იქნება თუ არა თავად ამ სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ ესეც ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 პლენარულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.