საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბოლო პერიოდში დაახლოებული პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, რომელიც ვალერი გელბახიანთან ერთად მასთან შეხვედრაზე კიევში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ „სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.
საქართველოს ელჩმა ამერიკაში, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში რუმინეთის საელჩოში გამართულ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (The Center for European Policy Analysis) მიერ ორგანიზებული სალონური ტიპის საპანელო დისკუსიაში: “Challenges for Securing the Black Sea: One Flank, One Presence?”, რომელიც მიეძღვნა მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემატიკას.
რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.