გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
„ის, რომ ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე იმ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს წლების განმავლობაში, დღეს კიდევ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, ღიმილის მომგვრელია“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.
დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.
„მეტი ვანო ოპოზიციას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების ფაქტს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არც ერთ საერთაშორისო ინსტანციას არ უღიარებია და მას ადვოკატები ატყუებდნენ.
ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება, სადაც ყველას შერიგებისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.