დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
2020 წლის 20 თებერვალს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში დღის წესრიგის 63-ე საკითხზე, თემაზე: „ვითარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
როდესაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთს აქვს ინტერესი, რომ თავისი გავლენები ამ არჩევნებზე გაზარდოს, ამას სჭირდება არა მყიფე დემოკრატია და დემოკრატიის დასუსტება, არამედ ძლიერი დემოკრატია და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ.
მეკობრეების მიერ ოთხი ქართველი მეზღვაურის გატაცებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, უწყება კონტაქტზეა საბერძნეთში გენერალურ საკონსულოსთან და ტარდება შესაბამისი ზომები.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა; საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი იხსენებს, თუ როგორ გაიყვანეს ციხის საკნიდან „გადაფარებულ“ მდგომარეობაში და როგორ მიიყვანეს იმჟამინდელ გენერალურ პროკურორთან, ფარცხალაძესთან.
„ვანო მერაბიშვილი იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემასდა ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში ჩემს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე და დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა სააკაშვილმა ალბათ; რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში“, განაცხადა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. პომპეოს განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.