საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას აცნობა.
ახლა არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელე, იმიტომ, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ კირბალთან გასული დღის ღამით დაკავებული 17 წლის მოზარდი ალექსანდრე შიუკაშვილი გათავისუფლდა. იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გასულ ღამეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძე და მამამისი „არაერთხელ არაერთხელ ეახლნენ“ პრეზიდენტ სააკაშვილს და ეცერში 2004 წლის მარტში „სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს.
თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სოფელ წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა.
საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვით ეხმიანება.
ნათელაშვილი დაიბოღმა, რაგბისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რატომ მიულოცესო და დაიწყო მათი ლანძღვა: კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები არ გვინდაო, - წერს ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.