პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გუშინ, 20 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრა, ბაქოში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია“, აცხადებს პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია და დასძენს, რომ ამის მიუხედავად ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა და ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს.
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
უკვე მქონდა საშუალება რამდენიმე საათის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით მიმემართა საზოგადოებისთვის და პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მეთქვა: „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ მათი ნაგლეჯებით თავზე გვამსხვრევენ სახელმწიფოებრიობას.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას მოითხოვს წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი.
ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შეკრებას დღეს საღამოს 7 საათისთვის ისევ აპირებს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად კვლავაც დაჟინებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობებიდან გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნეს ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, რომლის თქმითაც მომხდარი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.
„ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესაც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია“, ასე ეხმაურება პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ „დროა, სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა დარღვევაზე, წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს, მოსკოვის გეგმები გაატარონ“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რომ ოპოზიციის გეგმა არის დროებითი ეროვნული ხსნის მთავრობის ჩამოყალიბება და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.