„აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი კონტრაქციების ჩასატარებლად“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან გააჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გაკეთდა.
დეპუტატი ქუცნაშვილი საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე იღებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც პარლამენტის შენობასთან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა.
დარბაზი, სადაც ზვიად გამსახურდიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის წევრს დაუთმო. „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სამარცხვინო პროვოკაცია მოუწყო საკუთარ სახელმწიფოს! - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
„ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება, ეს არის აქტი", აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.