ალბათ, წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ.
ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას, აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სასესიო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
თინა ბოკუჩავამ ქუცნაშვილი და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გამო, რომლის ფარგლებშიც, რუსი დეპუტატები დღეს საკნონმდებლო ორგანოში მივიდნენ, დეპუტატი სერგეი გავრილოვმა კი, დელეგატებს ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიმართა.
საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება, განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლა გააპროტესტა და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის პარლამენტის თავმჯდომარ
რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერატში ყოფნას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია”, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
გენერალური ასამბლეის სესია, რომლის თემაა „პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე და სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.