პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და მოუწოდებს „ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.
ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე, რასაც აქციის დაშლა მოჰყვა, თუმცა დემოსტრანტების ნაწილი ისევ რჩება პარლამენტის შენობასთან.
„ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პოლიტიკოსებმა, პროვოკატრომა „ნაციონალებმა“ და ყველა ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე განცხადებას ავრცელებს.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს პოლიციას „არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს“.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და კონფერენციის პარლამენტის შენობაში ჩატარება „უხეში შეცდომა“ იყო, რაზეც გუნდის შიგნით იქნება საკითხი დაყენებული და ამაზე „ძალიან მკაცრი რეაგირება“ ჰქონდა თავად ბიძინა ივანიშვილს.
მას შემდეგ რაც ოპოზიციის ერთსაათიანი ულტიმატუმი ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ამოიწურა, პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომელთაც პოლიციის გაძლიერებული ძალები იგერიებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბაქოდან „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული და მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე თბილისის საკრებულოს წევრს, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლაგან გასულ ვატო შაქარიშვილს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს საპარლამენტო სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც ახლახან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციიდან ჩართვისას განაცხადა, რომ ეს პროცესი იქნება „ქართული ოცნების“ დეპუტატების ლუსტრაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.