საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა იყოს შუამავალი საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე, რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სანდრა რულოვსმა დაანონსეს, რომ არეულობით მივიდოდნენ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, თავში გაიაზრებს, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ აზრს ან ქმედებას, იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) ჩატარებული 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო.
სააკაშვილი მენტალურად არ არის სტაბილური ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი რომ მობრუნდეს გაიმეორებს იგივეს, რაც გააკეთა 2004-05 წლიდან, აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, რომელიც აშშ-ში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ახლახან დაბრუნდა საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზიაციის მტკიცებით, საქართველოში ფარული მოსმენების და თვალთვალის რეკორდი მოიხსნა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 9 ათას ადამიანის ფარულად უსმენდნენ ან უთვალთვალებდნენ. ეს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა. ცნობების წყარო სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზია.
ჭიათურაში მაღაროელთა რამდენიმედღიან გაფიცვას გაერთიანებულ ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა ჭიათურაში შექმნილ ვითარებაზე.
ჩემთვის ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „სისხლიანი მეზობლების გადამკიდე“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებას ითხოვს და აცხადებს, რომ „აგრესიული მეზობლები არაფრის მეტის ღირსნი ჩვენგან არ არიან“.
ჭიათურაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მისვლა მოითხოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უკვე რამდენიმე წელია თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.