საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 28 წლის იუბილე მიულოცა და ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა.
იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მოვალეობას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარლამენტში გაიმართა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან, 2 ქალბატონია.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო.
„ყველა ფორმატი გამოიყენება, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ყურადღება ოკუპაციის პრობლემასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.