თქვენ ახალი პოზიციაც გაქვთ - ეს არის უშიშროების საბჭოს კოორდინაცია და აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ, რომ გამცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე, როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.
ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.
„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აირჩია.
თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ნუ გააიგივებენ სალომე ზურაბიშვილს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილეს.
არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.
ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას, აცხადებს შეიარაღებული ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია ვიდეომიმართვაში, რომელშიც შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
პარლამენტში ერთმანეთს „ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.