პოლიტიკა

„ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ მივიღოთ ყველა ზომა ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზა-ლიბერალიზაციის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სანდრა რულოვსმა განაცხადა, საუბარი სკოლის დეპოლიტიზირების საკითხს შეეხებოდა.

სრულად...

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.

სრულად...

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად, სოფლების - როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.

სრულად...

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს“, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

სრულად...

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას. 

სრულად...

„დისკუსია ძალიან კონსტრუქციულად და საინტერესოდ წარიმართება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სრული შეთანხმებით მოვახერხებთ ცვლილებების მომზადებას ოთხივე საკითხთან დაკავშირებით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ბორჯომში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. 

სრულად...

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავეს. ადგილობრივების დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.

სრულად...

მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ეწვევა.

სრულად...

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მიღწეული პროგრესი არის თვალშისაცემი, ხელშესახები და ეს ასახულია ბევრ საერთაშორისო რეიტინგში, თუმცა, ასევე ვხედავთ გამოწვევებს, რომელთა აღმოსაფხვრელადაც უნდა იმუშაოს სწორედ ამ ფორმატმა, მაქსიმალურად ეფექტურ რეჟიმში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი