სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვის შესახებ საუბრობს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.
იუსტიციის მინისტრი „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება.
სრულიად ნათელია, რომ „რუსთავი 2“-ზე შეტევა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მედიაზე შეტევა, მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება გაამყაროს და შეინარჩუნოს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლიდერების დიალოგი - აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა და სამუშაო ლანჩი გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან.
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.