„ქართული ოცნება“ დაშორდა იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებითაც ვიწყებდით. ეკა ბესელიას გადაწყვეტილება დამაფიქრებელი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მას შემდეგ რაც ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა თავადაც იგივე გადაწყვეტილების მიღებას.
„მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.. სამართალი, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანობა“, განაცხადა ეკა ბესელიამ და დაამატა, რომ „ქართული ოცნება“ 1-ელი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ბესელიამ თქვა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ემოციური და რთული იყო და დასძინა, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.
არ შეიძლება ინანო იმაზე, რომ დაკარგავ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეს დააყენო პირველ პლანზე, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საკანონმდებლო ორგანოში ეკა ბესელიას კანონპროექტის ჩავარდნასა და მმართველ პარტიაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.
საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს - ეს ბრალდება არის პანღური და ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ეს ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის დაკმაყოფილების შემდეგ.
საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხმაურიან განხილვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში მარიონეტების თეატრია.
პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს, კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა. 45 მომხრე - 17 წინააღმდეგი - ასე დაფიქსირდა ხმები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ჩატარებულ კენჭისყრაზე.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „უნდა შეწყდეს მოსამართლების უვადოდ განწესება“ და „თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.