პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც 21 თებერვალს მხარი დაუჭირა ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის იმ დეპუტატთა 4-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელთაც 21 თებერვალს ეკა ბესელიას პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე არავის გარიცხვის საკითხი არ განხილულა და „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იწყებს დაშლას და საკონსიტუციო უმრავლესობასთან ერთად, ძალიან მალე ხელისუფლებასაც დაკარგავს, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი „შეშინებული და ნირწამხდარია“ და „მხოლოდ ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნებაზე, უშვებს სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას და მისი ავტორიტეტი დღითი დღე იფლითება და იფლითება“.
უმრავლესობიდან და მმართველი პარტიიდან წამოსვლა არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც „კონსტიტუცია უკვე გაუპატიურებულია“, „ისედაც აღარ სჭირდებათ რუსებს ფორმალური საკონსტიტუციო უმრავლესობა“.
„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა. მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს უვიცი პრეზიდენტი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტიც არის“.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რიგები დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის საგანგებო შეხვედრა იმართება, სადაც პარტიის ლიდერთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობენ.
„მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, რომლის მიერ პარლამენტში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ „თუ იგი ჩამოაყალიბებს ძლიერ გუნდს და ძლიერ პარტიას, ეს მხოლოდ კარგი იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.