„პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიაზე, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას.
დღევანდელმა განცხადებამ ნამდვილად გამაკვირვა, ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.
გედევან ფოფხაძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო. ფოფხაძე განცხადების შინაარსს არ ეთანხმება და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებისა" და მისი ღირებულებები ერთმანეთს დაშორდა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბა, „ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების საქმეს, სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორის გარდა, თან ადამიანური ფაქტორიც ახლავს.
გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ ამ ადამიანს, რატომ დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც თვეებია კარავში ცხოვრობს“, მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს.
სხდომას პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე და პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებიან.
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის თანმხლებ პირებთან ერთად, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.