განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხული არის. ამიტომ, ეს ადამიანი ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძურ ნაბიჯებზე წავა“, განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წყალგამყოფი ორი საკითხი - მოსამართლეების თემა და საპენსიო რეფორმა შეიძლება აღმოჩნდეს.
ძალიან მონდომებულები ხართ, რომ მე გუნდიდან წავიდე, მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი, ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდის რიგების დატოვებას.
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებულ შეფასებას „გამაოგნებელი“ უწოდა და ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არანორმალურია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე „სასამართლოზე მაღლა აყენებს თავს“.
„მე ვეღარ ვცნობ ივანიშვილს საერთოდ. იმ პერიოდში ის საკმაოდ საღად აზროვნებდა და ახლა შეცდომა შეცდომაზე, რაღაც სასწაულები ხდება“, განაცხადა ექსპერტმა და ივანიშვილის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათ საღამოს სტუმრობისას.
„საქართველოს აქვს პატივი, იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი, მისი ლეგენდა დაიმსხვრა და ახლა იგი „მაუგლის“ პერსონაჟ აკელას მდგომარეობაში იმყოფება, ამ სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა ბიძინა, რომელმაც დაუშვა შეცდომები და წააგო არჩევნები“, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
„ალბათ, დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, განაცხადა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას, დატოვებს თუ არა იგი „ქართულ ოცნებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.