„საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით - ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის კონგრესში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 42% პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 32% - ცუდად.
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% კი, ძალიან ცუდად.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე საქართველოში სომხური სცენარის განვითარებას პროგნოზირებს და მიანიშნებს, რომ ამ პროცესების ავანგარდში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგება, რომლის რეიტინგიც, მისი აზრით, მატულობს და იგი უკვე ქართული საზოგადოებისთვის „აბსოლუტურად სწორ“ გზავნილს განავრცობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს განათლების სისტემას საქართველოში და არის პირველი მტერი განათლების, რადგან იგი თავად არის „სრულიად გაუნათლებელი“, რომელსაც „დიპლომიც და კანდიდატის ხარისხიც ნაყიდი აქვს“.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტელესმა მიგრაციასთან და მიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.