ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მოვილაპარაკოთ, ვიდრე წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი, ევროკავშირმა შეგვიყვანოს წინსწრებით ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი აღიარებულია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკა ბესელია, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საშუალებებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.
საქართველოს ხელისუფლებამ მედიასა და მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქართველებმა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.
მარტო ჰგონია რომ იმყოფება საერთოდ პარლამენტში ამ ადამიანს და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „სხვადასხვა საშუალებებით" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციან სიას თავად ლობირებდა.
„სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განვიხილეთ კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაგრძელდება დეტალური დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს კანონპროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს, 72 საათი“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.