პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას“, უთხრა მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე.

სრულად...

საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

სრულად...

შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.

სრულად...

კარგი და საჭირო შეხვედრა იყო; იყო შესაძლებლობა აზრის სრულად გამოთქმის და ეს დამსახურება იყო პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც იანვრის პირველ ნახევარში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სხდომაზე იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი.

სრულად...

საქართველო ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სრულად...

მე იმედი მაქვს რომ დღეს მთელი დღე დაეთმობა მოსამართლეების საკითხს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება.

სრულად...

საქართველომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ეს განცხადება Twitter-ით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი და ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი