საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
დუშეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ორი „ძალიან ცნობადი“ ადამიანი - ყოფილი პოლიტპატიმარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ამჟამად კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი - შეხვდნენ და „დიდი გაწევ-გამოწევის“ შემდეგ ყოფილი ხელისუფლების წევრი „ბოდიშებად დაიღვარა“.
ზალკალიანის განცხადებით, ესპანურ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და მეტიც, მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი მთავრობის ხედვა გარემოსდაცვით, ე.წ. მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ სწორედ გარემოს დაცვა და მწვანე პოლიტიკის განხორციელება არის უმთავრესი პრიორიტეტი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს.
პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს და ევროკავშირს ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს, რადგან, როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილმა და შალელაშვილმა ჰაკერული გზებით, მსოფლიო ბანკებიდან მილიარდობით დოლარი მოიპოვეს და „ეს თანხები გადაირიცხა ვირჯინიასა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე“.
თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებში პირადად მონაწილეობს და გუნდის გასაერთიანებლად ყველაფერს აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.