საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას 16 დეკემბერს თელავში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში აქციას მაინც გამართავს.
გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს, ამერიკელი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ეხმაურება.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
მე გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი, აცხადებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე საუბრისას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ „საუკეთესო გამოსავალი იქნება", თუ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის, 16 დეკემბრისთვის, მის მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოუწოდებს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თუკი ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვა, „სრულიად ახალი სისტემით, მაქსიმუმ ერთ კვირაში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.