აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც გაბედავენ აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას, პირდად იძიებს შურს.
საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი შალვა ნათელაშვილი არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უარი თქვას პრეზიდენტობაზე და მანდატი ოპოზიციურ პარტიებს დაუთმოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, „უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების" მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მედიასივრცეში მისი ოჯახის მისამართით გაჟღერებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.
ვინც ფეხს ვერ აუწყობს სწრაფ ტემპებს, მათი ადგილი ვერ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც კითხვა დაისვა, ბუნებრივია, ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციიდან შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ია კერზაიას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება.
მთავრობასა და პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც აცხადებს, რომ ანალიზის გაკეთების შემდეგ ეს ახალი ეტაპი „რაც შეიძლება მალე“ უნდა დადგეს. თუმცა იგი კონკრეტული გვარების დასახელებისაგან თავს იკავებს.
ოპოზიცია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ია კერზაიაზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა განხორციელდა და ის პოლიტიკურად იდევნებოდა.
„სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუმცა ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო ოპოზიციამ“, განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.