პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა 91- ხმით მიიღეს, 9 კი, წინააღმდეგი იყო.

სრულად...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ში ძინპინი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოთქვამს სურვილს ჩინურ-ქართული თანამშრომლობა მათი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, ახალ საფეხურზე გადავიდეს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ივანიშვილი“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

სრულად...

„მელია ჩაწერეთ მშვიდობის მტრედებში. ასეთი კრეატივიზმი არ ყოფილა აქ განცხადებებში. მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელის გადაფუთვას  მოეშვით", მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.

სრულად...

„მოგიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოაწყოთ აქ? და რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ა, ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? გინდათ ძალიან 90-იანებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულ მხარეზე იქნებით? მაგრად ცდებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლების წევრებს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.

სრულად...

რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გავაკეთოთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სრულად...

ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

სრულად...

საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, რომ ყველა გასამართლდებოდა. ინაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას რეპლიკები მოჰყვა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი