პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა. imedinews-ის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.
სამცხე-ჯავახეთში არჩევნების მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამომრჩევლებს გავაცანით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.
ახალქალაქში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში არ იმყოფება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
გაერთიანებული ოპოზიცია ბანკების მიერ ქვეყანაში შექმნილ მონოპოლიას აპროტესტებს. გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები გადაიბაროს სახელმწიფომ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში შეხვედრისას ისაუბრა თუ როგორ უნდა დავიცვათ უბნები გაყალბებისაგან, ამომრჩეველი კი ხელისუფლების მხრიდან ძალადობისაგან.
უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა საქართველოში გატარებული რეფორმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.