საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება პორტფელის შესასყიდად, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით ყველაფერი წესრიგშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების შესახებ „ბოროტ აფიორას" უწოდებს.
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრაზე.
დღეს, პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის შედეგად, 600 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დედაქალაქში ახალი ბილბორდების გამოჩენას ეხმაურება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.